Tuesday 14 October 2008

1. პროექტის სახელი: ,,ოლიმპიური ჩემპიონები საქართველოდან"
2. პროექტის მოკლე აღწერა: ქართველი ოლიმპიელების ბიოგრაფიული მონაცემების, ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება-შეგროვება...
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ქართველ ოლიმპიელებზე ინფორმაციას: ბიოგრაფიას, სურათებს, ვიდეო მასალას. მოიძიებენ ოლიმპიადების ჩატარების წლებს; აგრეთვე, მოიძიებენ იმ გეოგრაფიულ ადგილებს, სადაც ჩატარდა ოლიმპიადები. მოსწავლეებმა შეიძლება გააკეთონ პლაკატები, შექმნან ნახატები, მიუძღვნან ლექსები საყვარელ სპორტსმენებს. შეიძლება მოძიებულ იქნქს ინტერვიუები ცნობილ ოლიმპიელებთან. აგრეთვე, კიდევ რითია მნიშვნელოვანი ის ქალაქები, სადაც ჩატარებულა ოლიმპიადები, მოიძიონ: საინტერესო მოვლენები მათი ცხოვრებიდან, სპორტული კურიოზები...
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: VII-X კლასები
5. ვადები/ხანგრძლივობა: 5-6 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეებს კვლევა-ძიების პროცესში გაუჩნდებათ სურვილი იცხოვრონ ჯანმრთელი ცხოვრების წესით, ისწავლიან საკუთარი კულტურის დაფასებას, მოხდება ფასეულობების გაძლიერება; მოამზადებენ პრეზენტაციებს, ნახატებს და მოაწყობენ ფოტო-გამოფენებს, შექმნიან ვებ-ბლოგს ქართველ ოლიმპიელებზე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, შეიძლება გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ვებ-გვერდი, ელექტრონული ჟურნალი, ისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.
8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს შეიტყობენ ქართველ ოლიმპიელთა ცხოვრების შესახებ, რაც მათ სურვილს გაუღვივებს მიყვნენ სპორტულ ცხოვრებას, მიბაძონ საყვარელ გმირებს...
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში: ისტორიაში და გეოგრაფიაში (გაიღრმავებენ ცოდნას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შესახებ), ლიტერატურაში (ბავშვები წარმოაჩენენ თავის შესაძლებლობებს: ლექსების, ესეების, ჩანახატების შექმნაში), ხელოვნებაში (ნახატების, პლაკატების, ალბომების დამზადებაში) , ფიზკულტურაში (ჩატარდება სპორტული ღონისძიებები, რომელსაც მიუძღვნიან საყვარელ სპორტსმენებს), საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებით,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვა...
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ქ. რუსთავის #17; #24 საჯარო სკოლები
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
მაია თოდუა – ქ. რუსთავის 22-ე სკოლის ისტ მენეჯერი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: maiatodua777@gmail.com
14. პროეტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
www.olimpielebi.blogspot.com